თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა უძღვებოდა.
დღის წესრიგით წარმოდგენილი ერთი საკითხი დეპუტატებს დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ გააცნო.
კერძოდ, კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით გლდანის რაიონში კეთილმოწყობის ღონისძიებების ქვეპროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებების თაობაზე იმსჯელეს და წარმოდგენილ საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირეს.