თბილისის საკრებულოში ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ხელაძე უძღვებოდა.
სხდომაზე დედაქალაქის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე იმსჯელეს და საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში განსახორციელებელ ცვლილებას დაუჭირეს მხარი.
დღესვე კომისიის წევრებმა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსს ირაკლი თავართქილაძეს მოუსმინეს და დედაქალაქის რამდენიმე რაიონში არსებული უძრავი ქონების და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვისა და გაცვლის ფორმით პრივატიზებას დაუჭირეს მხარი.
აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, თბილისში რამდენიმე ათეულ ოჯახს საცხოვრებელი ფართები პირად საკუთრებაში გადაეცა.
ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე განხილული საკითხების დამტკიცების თაობაზე დეპუტატები საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.