საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა უძღვებოდა.
კომისიის წევრებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების თაობაზე ინფორმაცია სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილემ თამარ მათიაშვილმა და მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა სერგო ბირკაძემ მიაწოდეს.
დეპუტატებმა დეტალური განხილვის შემდეგ ფონიჭალის დასახლებაში მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების თაობაზე თბილისის მთავრობის განკარგულებაში წარმოდგენილ ცვლილებებს დაუჭირეს მხარი.
დღესვე კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტსა და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკს შორის თბილისის ავტობუსების პროექტის-,,კორპორატიული განვითარებისა და დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობის პროგრამის’’ განხორციელების მიზნით გასაფორმებელი გრანტის ხელშეკრულებას დადებითი რეკომენდაცია მისცეს.