თბილისის საკრებულოში ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა 2019 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში ასიგნებების გადანაწილების შესახებ იმსჯელეს, რომლის თაობაზე ინფორმაცია დეპუტატებს დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ მიაწოდა.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილი საკითხის თაობაზე იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს.