თბილისის საკრებულოში ორი კომისიის: ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო, ასევე ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი დეპუტატებს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ გააცნო.
კომისიების წევრებმა სხდომაზე დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს ლევან მიქავას მოუსმინეს და თბილისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით პროგრამების ფარგლებში ასიგნებების გადანაწილებას მხარი დაუჭირეს.
წარმოდგენილი საკითხის დამტკიცების თაობაზე საკრებულოს წევრები წარმომადგენლობითი ორგანოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.