19 დეკემბერი 2023
თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო, სარევიზიო, სატრანსპორტო საკითხთა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
სხდომაზე საფინანსო-საქალაქო სამსახურის უფროსს გაიოზ თალაკვაძეს მოუსმინეს, რომელმაც დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებები წარმოადგინა.
დღესვე, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა მარიამ კვერნაძემ ქონების მართვის სააგენტოს რეორგანიზაციის თაობაზე ისაუბრა და კომისიის წევრებს დედაქალაქში რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის, ასევე პირდაპირი განკარგვის წესით და იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შეთანხმების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
მანვე სხდომაზე კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, რამდენიმე მისამართზე გასატარებელი ღონისძიებების საკითხის შეთანხმების თაობაზე ისაუბრა.
კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე განხილული საკითხების თაობაზე საკრებულოს წევრები წარმომადგენლობითი ორგანოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები დაამტკიცეს
ოქტომბერი 30,2025
საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დედაქალაქის მთავრობის შემადგებლობა განიხილეს
დეკემბერი 07,2021