26 სექტემბერი 2019
თბილისის საკრებულოში ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსს გაიოზ თალაკვაძეს მოუსმინეს, რომელმაც 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის\ქვეპროგრამების გადანაწილების შესახებ საკითხი წარადგინა.
კომისიის წევრებმა განხილულ საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
სხდომას კომისიის თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია უძღვებოდა.