26 დეკემბერი 2025 თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომას კომისიის თავმჯდომარე ლევან არველაძე უძღვებოდა.
სხდომაზე თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსს მოუსმინეს ვახტანგ ლომჯარიას მოუსმინეს, რომელმაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში განსახორციელებელი ცვლილებები წარმოადგინა.
თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძე დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიისა და რაიონული გამგეობების სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ ისაუბრა.
კომისიის სხდომაზე თბილისის საკრებულოს იურიდიული განყოფილების უფროსმა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა და აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე და ასევე, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ წარმოადგინა ინფორმაცია.
შალვა ლომსაძემ კომისიის წევრებს ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციებისთვის 2026 წელს შრომითი ხელშეკრულებით ასაყვან პირთა წლიური სახელფასო ლიმიტის დაწესების შესახებ ინფორმაცია გააცნო.
დღესვე კომისიის სხდომაზე თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსს მოუსმინეს.
გიორგი კობიაშვილმა დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების იჯარის, გაცვლის და პირდაპირი განკარგვის ფორმით სარგებლობის უფლების თაობაზე საკითხები წარმოადგინა.
მანვე, კომისიის წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოსა და რამდენიმე შპს-ს შორის დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე და ზოგიერთი მათგანზე დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების შესახებ საკითხები გააცნო.