თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსს მოუსმინეს.
გაიოზ თალაკვაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2023 წლის 15 დეკემბრის N33-89 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ წარმოადგინა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ბიუჯეტის მოცულობა ჯამურად იზრდება 48 456,0 ათასი ლარით და შეადგენს 2 058 335,6 ათას ლარს.
მისივე თქმით, წარმოდგენილ პროექტში გათვალისწინებულია თბილისის საკრებულოს, ზოგიერთი სტრუქტურული ერთეულის, რაიონის გამგეობის და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების დამატებითი მოთხოვნების შესახებ წინადადებები. აღნიშნულის გათვალისწინებით კი ასიგნებები სხვადსხვა პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე გადანაწილდა.
დღესვე სხდომაზე დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში, ასიგნებების კვარტალური გადანაწილების საკითხი განიხილეს.
როგორც გაიოზ თალაკვაძემ განაცხადა, კვარტალური გადანაწილება დედაქალაქის მერიის საქალაქო სამსახურების და რაიონული გამგეობების მოთხოვნის საფუძველზე ხორციელდება.
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენელმა დავით ჩანქსელიანმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და შპს „თბილისერვის ჯგუფს“ შორის „თბილისის მუნიციპალური მომსახურების პროექტთან დაკავშირებით“ ქვესასესხო ხელშეკრულების ფარგლებში, სასესხო შეთანხმების ხელმისაწვდომობის ვადის გახანგრძლივებაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე წარმოადგინა ინფორმაცია.
სხდომაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელ მოუსმინეს.
მარიამ კვერნაძემ კომისიის წევრებს თბილისში, 17 შინდისელი გმირის ქუჩა N9-ში არსებული 76.20 კვ.მ უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების თაობაზე დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის შესაბამისი განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების და ასევე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულებებით განსაზღვრული სარგებლობის საფასურის ოდენობის გადახედვის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე“ თბილისის მთავრობის შესაბამისი განკარგულებით გათვალისწინებული საკითხის შეთანხმების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
დღესვე, „თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სახელით, სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს, ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრებს/მათ უფლებამონაცვლეებსა და შპს „აბგრეიდ ქონსთრაქშენს“ შორის 2023 წლის 11 იანვარს გაფორმებული ფართობის მიწის ნაკვეთისა და N01.10.06.001.293 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის თანასაკუთრებაში არსებული 688 კვ. მ. ფართობის მიწის ნაკვეთის კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების თაობაზე“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრებისგან, შპს „აბგრეიდ ქონსთრაქშენის“ უფლებამონაცვლე, შპს „ბლოქსი თავდადებულზეს“ გათავისუფლების საკითხი განიხილეს.
კომისიის სხდომაზე „ქ. თბილისში, გიორგი დანელიას ქუჩა N61-ში მდებარე, უძრავ ქონებაზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ზოგიერთი (მშენებარე) ფართის, კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობის შედეგად დაზარალებული პირებისთვის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხისა და შესაბამისი შეთანხმების პროექტის პირობების შეთანხმების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ იმსჯელეს.
მარიამ კვერნაძემ დღესვე კომისიის წევრებს დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვისა და იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხების შეთანხმების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
კომისიის სხდომაზე განხილული საკითხების თაობაზე დეპუტატების საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.