თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც საფინანსო საქალაქო სამსახურის წარმომადგენელს მოუსმინეს.
მაია გძელიძემ კომისიის წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ დედაქალაქის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში შესატანი ცვლილები წარმოუდგინა.
მისი თქმით, ბიუჯეტის მოცულობა იზრდება სულ 241 034,9 ათასი ლარით და შეადგენს 2 004 389,6 ათას ლარს. სხდომაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსს მოუსმინეს. ირაკლი თავართქილაძემ კომისიის წევრებს დედაქალაქის რამდენიმე რაიონში მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და იჯრის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის, ასევე გაცვლის ფორმით პრივატიზების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
დღესვე, თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოსა და ნინო ადუაშვილს შორის გაფორმებული „უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოსგან ნინო ადუაშვილის გათავისუფლების საკითხის შეთანხმების თაობაზე იმსჯელეს და ქონების მართვის სააგენტოსა და ნონა ფიცხელაურს შორის გაფორმებული „უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოსგან ნონა ფიცხელაურის გათავისუფლების საკითხის შეთანხმების თაობაზე მიიღეს გადაწყვეტილება.
ირაკლი თავართქილაძემ ასევე 2021 წლის 29 აპრილს გაფორმებულ „პირობებით გამოცხადებული აუქციონის №ე-582-1-26243 ხელშეკრულებაში“ ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოსა და შპს „ალფა ფროფერთის“ შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, თბილისში, ო. კაპანაძის ქუჩა №4-ში მდებარე უძრავ ქონებაზე განსახორციელებელი სამშენებლო პროექტის ფარგლებში ქონების მიმღებ პირთა ნაწილის განსაზღვრის საკითხის შეთანხმების თაობაზე წარმოადგინა ინფორმაცია.
დღესვე კომისიის სხდომაზე კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით შედეგად დაზარალებულ პირთა უძრავი ქონების უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებული/განსახორციელებელი სამშენებლო პროექტების ფარგლებში რიგი ღონისძიებების განსაზღვრასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.
კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი საკითხებს საკრებულოს წევრები წარმომადგენლობითი ორგანის უახლოეს სხდომაზე განიხილავენ.