თბილისის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის, ასევე ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
სხდომაზე დეპუტატებმა საფინანსო საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის უფროსის მოადგილეს მოუსმინეს.
ლევან მიქავამ კომისიის წევრებს 2021 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული ქვეპროგრამების ფარგლებში ასიგნებების კვარტალური გადანაწილების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მისი თქმით, რაიონული გამგეობების მიერ წარმოდგენილი გადანაწილებები გზების მოვლა-შეკეთებასა და ასევე კეთილმოწყობის სამუშაოების პროექტებს უკავშირდება.
დღესვე დეპუტატებმა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელს მოუსმინეს და მის მიერ წარმოდგენილ საკითხებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
კერძოდ, კომისიის წევრებმა თბილისში მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთზე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით და შესაბამის დადგენილებებში ცვლილებების განხორციელებას დაუჭირეს მხარი.
დღესვე, დეპუტატების მხარდაჭერით, სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ბექარ ურუშაძეს შორის გაფორმებული პირობებით გამოცხადებული აუქციონის ხელშეკრულებაში ცვლილება განხორციელდა, რაც იმავე საკადასტრო ერთეულში ხეების გადარგვას გულისხმობს.
ცვლილება განხორციელედა ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების წესშიც.
კომისიის სხდომას დეპუტატებთან ერთად დედაქალაქის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.