22 მარტი 2018
თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 2 საკითხი განიხილეს. სხდომას კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა 2018 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში ასიგნებების კვარტალური გადანაწილების შესახებ იმსჯელეს და საკითხს, რომლის თაობაზე დეტალური ინფორმაცია საფინანსო-საბიუჯეტო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარმოადგინა, დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
დღესვე სხდომაზე დეპუტატებმა განსაზღვრული მიწის ნაკვეთების თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციის, გამიჯვნის და განსაზღვრული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისა და უსასყიდლო უზუფრუქტის შეწყვეტის შესახებ თბილისის მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულების განწილვადების და აღნიშნულის შეუსრულებლობის გამო დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების თაობაზე იმსჯელეს და წარმოდგენილ საკითხს მხარი დაუჭირეს.
სხდომას კომისიის წევრებთან ერთად მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
ქონების მართვისა და საფინანასო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
ნოემბერი 21,2025
საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანასო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 20,2025
თბილისის საკრებულოში დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი შემოვიდა
ნოემბერი 17,2025