თბილისის საკრებულოში ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან არველაძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებს სხდომაზე განსახილველი საკითხები თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ნინო ბაგაშვილმა წარუდგინა.
სხდომაზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რამდენიმე მისამართზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა ნაგებობების რეაბილიტაცია/ჩანაცვლების მიზნით, გასატარებელ ღონისძიებები განიხილეს.
დღესვე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსს ვახტანგ ლომჯარიას მოუსმინეს.
კომისიების წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024საკრებულოში ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა
ოქტომბერი 03,2024