თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან არველაძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილე ნინო ბაგაშვილმა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, გასატარებელი ღონისძიებების შეთანხმების საკითხები წარადგინა.
ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულებისთვის შპს ,,ცენტრ პოინტის“ მიმართ გასატარებელი ღონისძიებების საკითხი გააცნო კომისიის წევრებს. ეს არის „ცენტრ პოინტის“ პროექტის ერთ-ერთი ბოლო საკითხი, რომელსაც საკრებულო განიხილავს. პროექტის ფარგლებში, დამატებით 58 ოჯახის დაკმაყოფილება გახდება შესაძლებელი.
კომისიის წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს.