თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის წევრები, დედაქალაქის სატრანსპორტო კომპანიისა და თბილისის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნინო ლაცაბიძე უძღვებოდა, ქვეყნის მოქალაქეებისა და ტურისტებისთვის მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობაზე იმსჯელეს.
კომისიის წევრებმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ და დედაქალაქის სატრანსპორტო კომპანიისა და თბილისის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა სატრანსპორტო სქემის ინფრასტრუქტურასა და სერვისების მისაწვდომობის განვითარებაზე იმსჯელეს. მათ აღნიშნული მიმართულებებით დღეს არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრეს და სამომავლო გეგმები დასახეს.
შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, აქტიურ რეჟიმში თანამშრომლობის და ინტენსიური ჩართულობის გადაწყვეტილება მიიღეს.