თბილისის საკრებულოში ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორ საკითხზე იმსჯელეს.
სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნინო ლაცაბიძე უძღვებოდა თბილისის ღამის ეკონომიკის ფარგლებში მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ კომისიის წევრებს პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა და სამომავლო გეგმები მიმოიხილა.
პრეზენტაციის შემდეგ, საკრებულოს წევრებმა,თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების ხელმძღვანელთან ერთად წარმოდგენილი საკითხებისადმი ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბებაზე იმსჯელეს და ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
კომისიის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის მიმდინარე პროექტების შესახებაც იმსჯელეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს წევრებს ინფორმაცია ამავე სამსახურის უფროსმა ანდრია ბასილაიამ მიაწოდა.
ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით მუშაობა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გაგრძელდება.