თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე უძღვებოდა.
სხდომაზე თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა კახაბერ გვანცელაძემ და ამავე სამსახურის წარმომადგენელმა გიორგი ებანოიძემ საკრებულოს წევრებს საქალაქო სამსახურის მიერ შემუშავებული „მუნიციპალური ბიუჯეტის შემოსულობების ზრდის კონცეფცია“ წარმოუდგინეს.
სხდომაზე, რომელიც პრეზენტაციის დასრულების შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, საკრებულოს წევრების მიერ დასმულ კითხვებს მერიის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა დეტალური პასუხები გასცეს.
როგორც კომისიის სხდომაზე გადაწყდა, კახაბერ გვანცელაძის მიერ წარმოდგენილ „მუნიციპალური ბიუჯეტის შემოსულობების ზრდის კონცეფციასთან“ დაკავშირებით საკრებულოს წევრები წერილობით შენიშვნებს საბოლოო დოკუმენტში ასახვის მიზნით, მერიის შესაბამის საქალაქო სამსახურს მიაწვდიან.
ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024საკრებულოში ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა
ოქტომბერი 03,2024