თბილისის საკრებულოში გამართულ ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომაზე, თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის დებულების და სტრუქტურის ცვლილების თაობაზე იმსჯელეს.
სხდომაზე, კომისიის წევრებს, მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხისა და დებულების შესახებ საკითხი, ამავე სამსახურის წარმომადგენელმა გააცნო და დეპუტატების კითხვებს უპასუხა.
მსჯელობის შედეგად, წარმოდგენილ საკითხს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.