თბილისის ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის გაფართოებულ სხდომაზე თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის მიმდინარე პროექტები განიხილეს. სხდომას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და კომისიის წევრები დაესწრნენ.
„ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურთან აქტიურად ვთანამშრომლობთ. საკრებულოს წევრების და განსაკუთრებით მაჟორიტარების ჩართულობა ამ პროეტების განხორციელებაში მნიშვნელოვანი და აქტუალურია,“- განაცხადა ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ.
სხდომაზე პროექტები ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ანდრია ბასილაიამ წარადგინა. მისი განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანია თბილისის ეკონომიკური სტრატეგიის დაწერა, რომელიც აქამდე არ არსებობდა.
„ დოკუმენტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. თბილისის მერია ევროკავშირთან აქტიურად თანამშრომლობას ამ საკითხზე. თბილისის საკრებულოს უახლოეს მომავალში წარვუდგენთ სამუშაო ვერსიას განსახილველად. რაც შეეხება საბოლოო ვარიანტს, სავარაუდოდ სექტემბერში იქნება მზად,“- განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
წარმოდგენილ პროექტებს შორის იყო მიწისქვეშა ავტომობილების მოწყობა, რადიო ქალაქი, კოოპერატიული ბინათმშენებლობები, ავარიული კორპუსების ჩანაცვლება, სინათლის ქალაქი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ეკონომიკური განვითარება და ეკონომიკური განვითარების ფორუმი.
ანდრია ბასილაიას განცხადებით, კოოპერატიული ბინათმშენებლობების დაზარალებულთა საკითხზე მერია 2016 წლიდან მუშაობს. ახალი პროექტის მიხედვით, მერია გეგმავს მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებით ინვესტორთა დაინტერესებას, სადაც დაზარალებულთათვის ბინები აშენდება.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დეპუტატებმა მშენებლობების საკითხზე, ტურიზმის განვითარებაზე და ინვესტორთა დაინტერესებაზე კითხვები დასვეს და საკუთარი მოსაზრებები წარადგინეს.
ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024საკრებულოში ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა
ოქტომბერი 03,2024