თბილისის საკრებულოში ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც ადგილობრივი ხელისუფლების “ენერგო ქალაქების” ასოციაციაში გაწევრიანების თაობაზე იმსჯელეს.
ქალაქ თბილისის მერიამ , “ენერგო ქალაქების ” ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორისგან, ჟერარ მაგნინისგან, აღნისნულ ორგანიზაციაში გაწევრიანების შემოთავაზება მიიღო. მერია აღნიშნულ ასოციაციაში გაწევრიანებას საჭიროდ მიიჩნევს და მიმართავს საკრებულოს თანხმობის მისაღებად.
“ენერგო ქალაქების ”ასოციაცია საერთაშორისო არამომგებიანი ორგანიზაციაა, რომელიც 1990 წელს ჩამოყალიბდ.იგი წარმოადგენს ენერგოეფექტურობის საკითხებში ადგილობრივი ხელისუფლებების თანამშრომლობის მიზნით შექმნილ ევროპულ გაერთიანებას, რომელიც დღეისთვის 30 სხვადასხვა ქვეყნიდან 1.000-ზე მეტი წევრ ქალაქს მოიცავს.
“ენერგო ქალაქების” ასოციაციაში გაწევრიანების შემთხვევაში თბილისს საშუალება უჩნდება მიიღოს დახმარება ენერგოეფექტურობის სტრატეგიის შემუშავებისას, თანამშრომლობის გაღრმავება ასოციაციის წევრი ქალაქების ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ასევე აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანებით დედაქალაქს საშუალება ეძლევა მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ევროპულ კამპანიებსა და პროექტებში, აგრეთვე ეუფასოდ მონაწილეობა მიიღოს ყოველწლიურ თემატურ სამუშაო შეხვედრებზე, სემინარებზე გენერალურ ანსამბლეაზე.
პროექტის ფარგლებში დედაქალაქს შეეძლება თბილისის საჭიროებაზე მორგებული სასწავლო ტურებისა და სხვა ქალაქების წარმატებული გამოცდილების გაზიარება და აღნიშნულ სფეროში თბილისის აქტივობების ევროპის მაშტაბით გავრცელება.
კომისიის წევრებმა აღნიშნულ საკითხს ერთხმად დაუჭირეს მხარი.