თბილისის საკრებულოში ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის და განათლებისა და კულტურის კომისიის გაერთიანებული სხდომა, ახლადარჩეული თავმჯდომარეების ლევან არველაძისა და თინათინ ნიბლოშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.
გაერთიანებულ სხდომაზე, კომისიების წევრებმა დედაქალაქის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ იმსჯელეს.
საკრებულოს წევრებმა, ორივე მიმართულებით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული, პრიორიტეტების ფარგლებში გამოყოფილი თანხებით განსახორციელებელი პროგრამები დეტალურად განიხილეს. აღნიშნული საკითხი კომისიების წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ წარუდგინა.
დღესვე ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომაზე მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში მოისმინეს. სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ კომისიის წევრებს პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია დეტალურად გააცნო.