02 ოქტომბერი 2015 დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკური განვითარების, საინვესტივიო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომას თბილისის მერიის ა(ა)იპ „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის“ უფროსი ირაკლი ბერიკაშვილი დაესწრო, რომელმაც კომისიის წევრებს განსახილველად სხვადასხვა მუნიციპალური პროგრამები წარუდგინა.
კერძოდ, ირაკლი ბერიკაშვილმა შემომყვანი ტურიზმის, ხალხური რეწვისა და სავარჯიშო გამაჯანსაღებელი მომსახურების დარგების განვითარების თაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალაქის საერთაშორისო ცნობადობის ასამაღლებლად, ასევე ტურისტული მიმზიდველობის აქტუალიზაციის მიზნით, ცენტრი სხვადასხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე მუშაობას კვლავაც აგრძელებს.
დასასრულს, კომისიის თავმჯდომარემ ლევან დარახველიძემ და კომისიის სხვა წევრებმა სხდომაზე განხილულ მუნიციპალურ პროგრამებთან დაკავშირებით საკუთარი რეკომენდაციები და ხედვები წარმოადგინეს.
„თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის“ უფროსის განცხადებით, ცენტრი აღნიშნულ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს და საკრებულოში კორექტირებულ ვარიანტს წარმოადგენს.
ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა
ნოემბერი 21,2025
ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 18,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025