თბილისის საკრებულოში ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობის კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე დეპუტატებს თბილისის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი დედაქალაქის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გააცნო.
როგორც გაიოზ თალაკვაძემ აღნიშნა, დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 1 მილიარდ 119 მილიონ 917 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 1 49 614,5 ათასი ლარით მეტია.
კომისიის წევრებს 2022 წლის ბიუჯეტი პროექტში გათვალისწინებული პრიორიტეტები თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა გააცნო.
ვახტანგ ლომჯარიას ინფორმაციით, ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა - 1 845.0 ათასი ლარით განისაზღვრა. პრიორიტეტის ფარგლებში გრძელდება პროგრამა ბიზნესის სტიმულირება, რომლისთვისაც გათვალისწინებულია 385.0 ათასი ლარი, თბილისის განვითარების კვლევები, სტრატეგიები და პროექტები 250,0 ათასი ლარით დაფინანსდება, ხოლო თბილისი - საერთაშორისო ქსელებსა და პროექტებში 50,0 ათასი ლარი გამოიყოფა.
ამასთანავე, თბილისის მერიის სისტემის საქმიანობის ხელშეწყობა 370,0 ათასი ლარით განისაზღვრა, დედაქალაქში შემომყვანი ტურიზმის მხარდაჭერა 600,0 ათასი ლარია, ხოლო ქალაქის საინვესტიციო პოტენციალის რეალიზაცია კი 190,0 ათასი ლარს შეადგენს.
დღესვე სხდომაზე დედაქალაქის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა თბილისის 2021 წლის ბიუჯეტის ცვლილებებიც წარმოადგინა. მისი თქმით, 2021 წლის ბიუჯეტის მოცულობა 42 204,9 ათასი ლარით იზრდება და 1 270 531, 8 ათასს ლარს შეადგენს.