თბილისის საკრებულოში განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს მოუსმინეს.
ვახტანგ ლომჯარიამ დეპუტატებს დედაქალაქის საკუთრებაში არსებული ღია კაფეს მოწყობის მიზნით გადაცემული მიწის ნაკვეთების მოიჯარეთა მიმართ ზოგიერთი ხელშემწყობი ღონისძიების განხორციელების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სარგებლობის უფლებით გადაცემული უძრავი ქონების მოსარგებლეთა მიმართ ზოგიერთი ხელშემწყობი ღონისძიებები ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით, მცირე და საშუალო მეწარმეთა ხელშეწყობისთვის ხორციელდება.