18 დეკემბერი 2025 თბილისის საკრებულოში, ავთანდილ ცინცაძის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს. ცვლილებების თანახმად, მიმდინარე წლის ბიუჯეტი 20 ათასი ლარით იზრდება და 2 353 808, 4 ათას ლარს შეადგენს.
კომისიის დღევანდელ სხდომაზე თბილისში, რამდენიმე მისამართზე არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია-ჩანაცვლების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების საკითხები შეათანხმეს.
ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომას მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.