თბილისის საკრებულოში ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან არველაძე უძღვებოდა.
სხდომაზე განხილული იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის წერილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, მისამართზე - ქალაქი თბილისი, ვალენტინ თოფურიძის I შესახვევი, N10/N8/N7-ში მდებარე მიწის ნაკვეთებთან მიმართებით, გასატარებელი ღონისძიებების შეთანხმების თაობაზე.
კომისიის წევრებს საკითხი სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნინო ბაგაშვილმა გააცნო.
დაინტერესებულმა პირმა ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებისათვის მაკომპენსირებელი ღონისძიების სახით, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებულ ავარიულ შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით შესაბამისი ფასის გადარიცხვას განახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ანგარიშზე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიამ საკითხი შეაფასა დადებითად და მიზანშეწონილად მიიჩნია საკრებულოს სხდომაზე განსახილველად გატანა.
ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა
სექტემბერი 22,2023თბილისის საკრებულოში ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა
აგვისტო 25,2023