თბილისის საკრებულოში ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან არველაძე უძღვებოდა.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა, ახალი კორონა ვირუსის პანდემიიდან გამომდინარე თბილისში მცირე და საშუალო ზომის სარესტორნო ბიზნესისათვის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე იმსჯელეს.
დღესვე, საკრებულოს წევრებმა მიმდინარე საკითხები განიხილეს და გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე შეთანხმდნენ.