თბილისის საკრებულოში ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან არველაძე უძღვებოდა.
სხდომაზე, ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის მიმდინარე პროექტების შესახებ იმსჯელეს. საკითხები კომისიის წევრებს თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ წარუდგინა.
დღევანდელ სხდომაზე ასევე კომისიის თავმჯდომარის არყოფნის პერიოდში მისი ადგილმონაცვლის საკითხი განიხილეს.