თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
დეპუტატებმა სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს, რომელიც საკრებულოს დადეგენილების პროექტში ,,თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ’’ ცვლილების შეტანას გულისხმობდა.
საკითხი კომისიის წევრებს თბილისის მუნიპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის საქალაქო ინფრასტრუქტურის და მუნიციპალური მომსახურების განყოფილების უფროსმა წარმოუდგინა.
გიორგი ჩაჩანიძის ინფორმაციით, სპორტის სხვადასხვა სახეობებში დიდი საგადასახადო ვალდებულებების დაფარვა დარგის არამომგებიანობის გამო შეუძლებელია.
აქედან გამომდინარე, სპორტის დარგით დაინტერესებული ეკონომიკური აგენტები და დარგის მმართველი სახლემწიფო უწყებები ადგილობრივ თვითმმართველობას გადასახადი დაბალი განაკვეთის დადგენის თხოვნით მიმართავენ.
დეპუტატებმა მსჯელობის შედეგად, სპორტის დარგში განსხვავებული, შეღავათიანი განაკვეთის დადგენას დაუჭირეს მხარი, რაც 2017 წლის 1 იანვრამდე მათ ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობების და მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენის ღირებულების 0,001 %-ით განისაზღვრა.