05 თებერვალი 2026 თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე შალვა სუთიაშვილი რაიონული გამგეობების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს.
დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრების და რაიონული გამგეობების ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და პროექტირების განყოფილების წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე შალვა სუთიაშვილი უძღვებოდა.
შეხვედრაზე ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის „კეთილმოწყობის ღონისძიებები რაიონებში” ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს. კერძოდ, საუბარი შეეხო სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოებს რომლებიც თბილისის სხვადასხვა რაიონში უნდა განხორციელდეს.
შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს სპორტული მოედნების შეკეთებაზე, ახალი სპორტული მოედნების მოწყობასა და არსებულის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციაზე და ამ სფეროში მიმდინარე აქტივობების შესახებ ინფორმაციაც მოისმინეს. რაიონული გამგეობების წარმომადგენლებთან შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.
თბილისის საკრებულოში ინკლუზიური თეატრის „კონტაქტი“ ღონისძიება გაიმართა
თებერვალი 26,2026
შალვა სუთიაშვილი ირაკლი გვილავასთან ერთად, გოჯუ-რიუს ახლად გახსნილ აკადემიას ესტუმრა და სპორტული ინვენტარი გადასცა
თებერვალი 20,2026
თბილისის საკრებულოში სტუდენტური ინტელექტუალური თამაშებისა და დებატების ტურნირის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა
თებერვალი 12,2026