თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიამ, კამპანიის - ,,სტუდენტები თბილისის საკრებულოში“ ფარგლებში ,,საქართველოს სტუდენტური ასოციაციის“ პროექტის „მომავალ ლიდერთა აკადემიის“ ახლგაზრდა წევრებს უმასპინძლეს.
კამპანიის ,,სტუდენტები თბილისის საკრებულოში’’ მიზანია სტუდენტების ცნობიერების ამაღლება და მუნიციპალიტეტის საქმიანობის, პრიორიტეტებისა და ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი სერვისების მიმართულებით მათი ინფორმირებულობის გაზრდა.
ღონისძიების ფარგლებში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, გურამ ოქროპირიძე, საკრებულოს წევრები ანა კაკაბაძე და მარიამ ზაქარიაშვილი პროექტში მონაწილე სტუდენტს შეხვდნენ.
შეხვედრაზე დედაქალაქში განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრეს, ასევე ყურადღება გაამახვილეს ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ჯანდაცვის პროგრამებსა და სატრანსპორტო რეფორმაზე.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.