თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლების და სპორტსმენების მიღება გაიმართა.
სტუმრებს კომისიის თავმჯდომარემ, გურამ ოქროპირიძემ და საკრებულოს წევრმა ლევან აბაშიძემ უმასპინძლეს. შეხვედრაზე თბილისელი სპორტსმენების მიერ მიღწეულ შედეგებსა და შოტოკან კარატეს სამომავლო განვითარებაზე ისაუბრეს.
ბულგარეთის ქალაქ კრანევოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე შოტოკან კარატეში საქართველომ სამი სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვა - 43 ოქროს, 36 ვერცხლისა და 41 ბრინჯაოს მედალი.
შეხვედრის დასასრულს საკრებულოს წევრებმა მოწვეულ სტუმრებს 2023 წლის ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებისთვის მადლობა გადაუხადეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.