დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ჯოხაძე სპორტულ (სამეჯლისო) ცეკვებში 2015 წლის ეროვნულ ჩემპიონატს დაესწრო.
ქეთევან ჯოხაძის განცხადებით, აღნიშნული ჩემპიონატი წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრია სპორტულ ცეკვებში.
„ამ ჩემპიონატში გამარჯვების მოპოვება ნამდვილად არ იყო ადვილი, ვინაიდან შეჯიბრის მონაწილეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან იყვნენ წარმოდგენილნი. ჩვენ არა მხოლოდ საერთაშორისო ლიცენზირებული შეჯიბრებების მონაწილეები, არამედ ვარსკვლავური წყვილებიც ვიხილეთ.
ამიტომ, ვულოცავ ახალგაზრდებს მნიშვნელოვან გამარჯვებას და მათ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებას ვუსურვებ“, - განაცხადა ქეთევან ჯოხაძემ.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, 8-10 წლის ასაკობრივ ჯგუფში გამარჯვებული იუნორი წყვილები და სოლო მოცეკვავეები თასებითა და სიგელებით დააჯილდოვა.
XX მსოფლიო ღია რეიტინგული შეჯიბრებები და საქართველოს 2015 წლის ეროვნული ჩემპიონატი სპორტულ (სამეჯლისო) ცეკვებში - კავკასიის თასი 2015 - მიმდინარე წლის 15-17 მაისს ჩატარდა და მისი ორგანიზატორი საქართველოს სპორტცეკვების ეროვნული ფედერაცია იყო.