საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ ქეთევან ჯოხაძემ მიულოცა და კომისიის სახელით მათ მომავალში კიდევ არაერთი გამარჯვება უსურვა.
,,მინდა, ეს დიდი გამარჯვება სრულიად საქართველოს მივულოცო და დიდი ქართული საჭადრაკო ტრადიციის გამგრძელებლებს: ბელა ხოტენაშვილს, ნინო ბაციაშვილს, სალომე მელიას, მერი არაბიძეს, ლელა ჯავახიშვილს, გუნდის კაპიტანსა და მწვრთნელს დავით ჯოჯუასა და ელიზბარ უბილავას მადლობა გადავუხადო’’,-განაცხადა ქეთევან ჯოხაძემ.
ჩინეთში, ჩენდუში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე გადამწყვეტ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა მასპინძელი ჩინეთის ნაკრები ანგარიშით 2,5:1,5 დაამარცხა და გამარჯვება მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატზე სულს 17 ქულა მოიპოვა და რუსეთთან ყაიმის გარდა, ყველა შეხვედრა მოიგო. მეორე და მესამე საპრიზო ადგილებზე კი რუსეთისა და ჩინეთის ნაკრებები გავიდნენ.