20 ივლისი 2018 თბილისის საკრებულოში გამართულ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის და რაიონული გამგეობების ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშები მოისმინეს.
მიმდინარე წლის დედაქალაქის ბიუჯეტისა და მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ, სპორტული და ახალგაზრდული პროგრამების და ქვეპროგრამების შესრულების შესახებ I და II კვარტლის ანგარიში, კომისიის წევრებს, ამავე სამსახურის უფროსის მოადგილემ ზაზა ცინაძემ წარუდგინა.
ამავე სხდომაზე, თბილისის რაიონული გამგეობების წარმომადგენლებმა, დეპუტატებს ბიუჯეტით გათვალისწინებული ახალგაზრდული და სპორტული პროექტების, ასევე, განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
„მონაცემები შთამბეჭდავია. წელს პირველად, თბილისში ვარკეთილისა და დიდი დიღმის ტერიტორიაზე, ორი მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა იწყება. მიმდინარეობს ზაფხულის სხვადასხვა ახალგაზრდული პროგრამები. გამგეობები კი მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ მინი-სტადიონებისა და გარე გამოყენების ტრენაჟორების მოწყობის სამუშაოებს.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია მომავალშიც დეტალურად მიიღებს ინფორმაციას ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი აფინანსებს. ეს ჩვენი კომისიის ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა“,- განაცხადა საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიაში სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ
ნოემბერი 11,2025