16 იანვარი 2018 თბილისის საკრებულოს კომისიებში დედაქალაქის მერიაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების განხილვა გრძელდება. დღეს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე, მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა სერგო ბირკაძემ მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური კულტურის სამსახურს შეუერთდება. სერგო ბირკაძის განცხადებით, ღონისძიებების მართვის შესახებ კულტურის სამსახურის ფუნქცია ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში გადავა და შედეგად, ამ ორი სამსახურის გაერთიანების ხარჯზე, ოპტიმიზაცია განხორციელდება.
სამსახურის უფროსი ასევე განმარტავს, რომ აღნიშნული ცვლილებით, ფუნქციური თვალსაზრისით არაფერი იცვლება და ყველა მნიშვნელოვანი პროგრამა და ქვეპროგრამა, რომელიც ბიუჯეტშია გაწერილი გაგრძელდება.
კომისიის სხდომაზე სერგო ბირკაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონული გამგეობების სტრუქტურული ერთეულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებაც ისაუბრა და კომისიის წევრების კითხვებს უპასუხა.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
შალვა სუთიაშვილი დიდი დიღმის ა(ა)იპ მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 10,2025