24 ოქტომბერი 2017 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელიც კომისიის თავმჯდომარემ ქეთევან ჯოხაძემ გახსნა.
დეპუტატებმა სხდომაზე თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის I, II და III კვარტლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს, რომელიც კომისიის წევრებს საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ წარუდგინა.
მერიის წარმომადგენელმა საბიუჯეტო პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე, ასევე სამსახურის საქმიანობის ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრა და მათ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ სხდომა კითხვა – პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც ირაკლი გვილავამ კომისიის წევრების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.
საკრებულოს წევრებმა დღესვე ამავე სამსახურის სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს და პრიორიტეტები დასახეს.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2025