27 აპრილი 2017 დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.
სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ჯოხაძე უძღვებოდა, მერიის საქალაქო სამსახურუს უფროსის მოადგილემ ზაზა ცინაძემ საკრებულოს წევრებს 2017 წლის პირველი კვარტალის ანგარიში პრეზენტაციის სახით წარუდგინა.
სამსახურის უფროსის მოადგილემ მოხსენებისას სხვადასხვა საბიუჯეტო პროგრამებისა და ქვეპროგრამების თაობაზე დეტალურად ისაუბრა.
კერძოდ, ზაზა ცინაძემ დეპუტატებს სპორტული ღონისძიებების, მწვრთნელთა მხარდაჭერის, წარმატებული სპორტსმენი ბავშვების წახალისების, ასევე პარასპორტის განვითარების ხელშეწყობისა და სპორტული დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება-მშენებლობის თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
მანვე სხდომაზე, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის, ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერისა და ინოვაციური იდეების დამკვიდრების მიზნით საბიუჯეტო პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
მოხსენება, რომელშიც ზაზა ცინაძე ასევე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს და 2017 წლის მეორე კვარტალში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებსაც შეეხო, კომისიის წევრებმა დადებითად შეაფასეს.
დღესვე კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ თბილისის საკრებულოს 2014 წლის 19 ივლისის დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 23-ე მუხლის შესაბამისად, თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის განსაზღვრის თაობაზეც იმსჯელეს. საკრებულოს წევრებმა აღნიშნულ პოზიციაზე გიორგი ახვლედიანის კანდიდატურის დამტკიცებას დაუჭირეს მხარი.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2025