27 სექტემბერი 2016 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ ქეთევან ჯოხაძემ ,,თბილისის ლიგა 2016“-ის გამარჯვებულ საფეხბურთო გუნდს - ,,ვაზის უბანი“ საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში უმასპინძლეს.
ქეთევან ჯოხაძემ და გიორგი ალიბეგაშვილმა ფეხბურთელებს საფეხბურთო კარიერაში წარმატებები უსურვეს და თბილისის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით მიმდინარე სხვადასხვა სპორტული პროგრამები გააცნეს.
შეხვედრის ბოლოს საკრებულოს თავმჯდომარემ და კომისიის თავმჯდომარემ „ვაზის უბნის“ ფეხბურთელებს თბილისის საკრებულოს სახელით მადლობის სიგელები გადასცეს.
ტურნირი„თბილისის ლიგა 2016“ საქართველოს სპორტისა და ახალგარდულ საქმეთა სამინისტროს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის, საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ფედერაციისა და საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის მხარდაჭერით დედაქალაქის მასშტაბით ჩატარდა.
მსგავსი ფორმატით მოყვარულთა ჩემპიონატი პირველად გაიმართა. აღნიშნულ ტურნირში 16 სამოყვარულო გუნდი იბრძოდა.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2025