30 იანვარი 2015 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს.
კომისიის თავმჯდომარემ ქეთავან ჯოხაძემ, კომისიის წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტში კალენდარული წესით გათვალისწინებული პროექტები წარუდგინა.
კომისიამ დადებითი რეკომენდაცია მისცა უშუს, მშვილდოსნობისა და კრივის თბილისის ნაკრები გუნდების, ასევე ჭადრაკში 8-დან 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის ჩასატარებელი ჩემპიონატების დაფინანსებას.
სხდომას დეპუტატების გარდა, მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საკრებულოს წევრები საკანონმდებლო ორგანოში სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ
დეკემბერი 12,2025
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025