თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის, ასევე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების თავმჯდომარეები თამარ ტალიაშვილი და ქეთევან ჯოხაძე პროგრამის „დაიწყე კარიერა“ ფარგლებში, წარმატებული სტუდენტების დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრნენ.
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გამართულ დასკვნით ღონისძიებაზე დეპუტატებმა სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცეს და სიტყვით მიმართეს.
თბილისის მუნიციპალიტეტის პროგრამა „დაიწყე კარიერა“, რომლის განხორციელება დედაქალაქის მერიამ 2015 წლის დეკემბრიდან დაიწყო, მერიის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებში დამამთავრებელი კურსის სტუდენტთა სამთვიან სტაჟირებას გულისხმობს.
აღნიშნული ინიციატივა სტუდენტებს სპეციალობის შესაბამისად, პრაქტიკული უნარებისა და დარგობრივი თუ ზოგადი კომპეტენციების ამაღლების საშუალებას აძლევს.
პროექტში მონაწილეობის სურვილი 300-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა, რომელთაგან სტაჟირება 100-მდე სტუდენტმა წარმატებით დაასრულა.
დედაქალაქის მერია პროექტს „დაიწყე კარიერა“ 2016 წელსაც გააგრძელებს.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილეები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების და მერიის დაფუძნებული ორგანიზაციების წარმომადგენლები.