15 დეკემბერი 2014 დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ჯოხაძე გერმანიის ქალაქ კარლსრუეს უნივერსიტეტის პროფესორს ზიგფრიდ კრაინერს შეხვდა.
დეპუტატმა სტუმარს თბილისის საკრებულოს ისტორიული შენობა დაათვარიელებინა და თბილისის შესახებ მოკლე ისტორია უამბო.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
როგორც ქეთევან ჯოხაძემ განაცხადა, ზიგფრიდ კრაინერმა საკრებულოს საინტერესო წინადადებები წარუდგინა, რის გამოც ახლო მომავალში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. საუბარია ქართველი და გერმანელი სტუდენტების გაცვლით პროგრამებზე და სხვა სპორტულ თუ კულტურულ ღონისძიებებზე.
დეპუტატის თქმით, გაზაფხულზე გერმანიაში თბილისის საკრებულოს წარმომადგენლების ვიზიტი შედგება, სადაც უკვე კონკრეტული გეგმების განხილვა მოხდება.
საკრებულოს წევრები საკანონმდებლო ორგანოში სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ
დეკემბერი 12,2025
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025