24 თებერვალი 2015 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამართულ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს კახა ცეცხლაძეს მოუსმინეს, რომელმაც კომისიის წევრებს შესათანხმებლად ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პროექტი - ტურნირი ტყვიით სროლაში ,,8 მარტი’’ წარმოუდგინა.
ტურნირში მონაწილეობას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საქალაქო სამსახურებში, დედაქალაქის საკრებულოში, გამგეობებში, მერიის დაქვემდებარებულო ა(ა)იპ-ებში და სსიპ-ებში დასაქმებული ქალბატონები მიიღებენ.
ტურნირი ნინო სალუქვაძის სახელობის ტირში (ჭაჭავაძის 49ა) 5-8 მარტს ჩატარდება. დეპუტატებმა წარმოდგენილ პროექტს მხარი ერთხმად დაუჭირეს.
საკრებულოს წევრები საკანონმდებლო ორგანოში სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ
დეკემბერი 12,2025
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025