თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო- საბიუჯეტო, სარევიზიო, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ასევე ეკონომიკური განვითარების, საინვესტციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
სხდომაზე მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსს მოუსმინეს, რომელმაც თბილისის 2023 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები წარადგინა.
როგორც გაიოზ თალაკვაძემ განაცხადა, ცვლილებები ხორციელდება მიმდინარე წელს გადასახდელების ნაწილში არსებული რესურსების გადანაწილების ხარჯზე. შესაბამისად, ბიუჯეტის მოცულობა უცვლელია და შეადგენს 1 803 072,3 ათას ლარს.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა მარიამ კვერნძემ თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილები წარმოადგინა.
მანვე სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოსა და შპს „კორტებს“ შორის 2021 წლის 10 დეკემბერს დადებულ „უძრავი ქონების ნასყიდობის პირობებიან ხელშეკრულებაში“ ცვლილებების შეტანის საკითხის შეთანხმების თაობაზე ისაუბრა.
დღესვე, მარიამ კვერნაძემ დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, ასევე იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის და უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შეთანხმების თაობაზე წარმოადგინა ინფორმაცია.
კომისიის სხდომაზე განხილული საკითხების თაობაზე საკრებულოს წევრები წარმომადგენლობითი ორგანოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.