თბილისის საკრებულოში 4 კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელსაც ქონების მართვისა და საფინანასო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა უძღვებოდა.
სხდომაზე დეპუტატებმა დედაქალაქის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსს მოუსმინეს, რომელმაც თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა.
როგორც გაიოზ თალაკვაძემ აღნიშნა, დედაქალაქის ბიუჯეტი კაპიტალური ტრანსფერის ხარჯზე 10 მილიონი ლარით იზრდება.
მისივე თქმით, შიდა ტენდერებითა და სხვადასხვა პროექტებით გამოთავისუფლებული თანხების შედეგად მიღებული ეკონომიები სხვადასხვა პროგრამებზე გადანაწილდება.
წარმოდგენილი ცვლილებების საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განხილვას დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.|
დღესვე სხდომაზე ქონების მართვისა და საფინანასო-საბიუჯეტო კომისიის წევრებმა თბილისში ჩიტაიას ქუჩაზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ფართების ყოფილი საბინაო სამშენებლო კოოპერატივების წევრებისთვის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების თაობაზე იმსჯელეს და თბილისის მერიასა და რამდენიმე კორპორაციას შორის გაფორმებულ საპრივატიზებო პირობის შეცვლას და შესაბამის ხელშეკრულებაში განხორციელებულ ცვლილებებს დაუჭირეს მხარი.
სხდომას მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი გაიოზ თალაკვაძე, მისი მოადგილე ლევან მიქავა, ასევე სსიპ ქონების სააგენტოსა წარმომადგენელი ეკატერინე კვენეტაძე და კომპანიის -,,სითი ბოქსი’’ თანამშრომლები ესწრებოდნენ.