საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე, ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი მუსხელიშვილი, საკრებულოს დეპუტატები და ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე დაბა წყნეთში, დიმიტრი ამილახვრის ქუჩაზე სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების დასკვნით ნაწილს გაეცნენ.
სპორტული დარბაზი მაისში გაიხსნება , სადაც საჭიდაო დარბაზი, ტრიბუნები და სატრენაჟორო სივრცე განთავსდება. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის თქმით, მსგავსი ტიპის სპორტული კომპლექსები ჭიდაობისა და ძიუდოს განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
„წყნეთს არაერთი მსოფლიო ჩემპიონი გაუზრდია. ეს დარბაზი არის მუნიციპალური და ვფიქრობ, როგორც ადგილობრივი, ისე დედაქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი ადგილი გახდება. ამ დარბაზში სპორტსმენებისთვის ყველა პირობა იქნება შექმნილი, რომ სპორტის ამ სახეობებში კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ",- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.