ჩუღურეთის რაიონში ტრადიციული მარათონი - ჩემი გაზაფხული“ გაიმართა. მარათონი რაიონის გამგებლის ზურაბ ჩიკვილაძის ინიციატივით, უკვე მეოთხე წელია ტარდება. შეჯიბრმა სტარტი დავით აღმაშენებლის გამზირის N82-დან აიღო.
ღონისძიებას თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე დაესწრო. მან გამარჯვებულები დააჯილდოვა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საკრებულოს დეპუტატები ვლადიმერ ძნელაძე, რიმა ბერაძე და ილია ჯიშკარიანი.
მარათონში ჩუღურეთის 14 სკოლის 140 მოსწავლე მონაწილეობდა. ღონისძიებას თბილისის მერიისა და გამგეობის თანამშრომლები, პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატები და ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობა ესწრებოდნენ.
მარათონის დაწყებამდე გარბენში შეჯიბრი მოეწყო, რომელშიც ჩუღურეთის რაიონის სკოლის მოსწავლეებმა და გამგეობის თანამშრომლებმაც მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება განახლებულ აღმაშენებელზე მოწყობილ სცენაზე გამარჯვებულთა დაჯილდოებით, ფლეშმობით, კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდა.