27 ივნისი 2020 თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, თბილისის ზღვაზე, ბეშენოვის ქუჩის მიმდებარედ, რაგბის კლუბ ,,რაშების“ წარმომადგენლებთან გაცნობითი სახის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე კლუბის მხარდაჭერის საკითხები განიხილეს და სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ იმსჯელეს. კლუბი 2018 წლის მაისში, მორაგბე ერეკლე კამლაძემ დაარსა. პანდემიამდე კლუბში 8 მწვრთნელი და 200-მდე აღსაზრდელი ირიცხებოდა.
აღსანიშნავია, რომ ბორცვებიან მინდორზე რაგბის სტადიონი კლუბმა საკუთარი ძალებით მოაწყო. კლუბში ჩუღურეთისა და ნაძალადევის რაიონში მცხოვრები ბავშვები ვარჯიშობენ, მათი დიდი ნაწილი კი, სოციალურად დაუცველია. კლუბს ორი გუნდი ჰყავს, საბავშვო და დიდების, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგაში ასპარეზობენ.
შეხვედრას კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ჭელიძე, კომისიის წევრები შალვა ოგბაიძე, დათო რურუა, ლევან ჯაფარიძე და ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე ესწრებოდნენ.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
შალვა სუთიაშვილი დიდი დიღმის ა(ა)იპ მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 10,2025