10 ნოემბერი 2025 თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე შალვა სუთიაშვილი კომისიის წევრებთან და დედაქალაქის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროს ირაკლი გვილავასთან ერთად საბურთალოს რაიონში არსებულ დიდი დიღმის ა(ა)იპ მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა სტუმრობა მულტიფუნქციურ ცენტრში საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის, შალვა სუთიაშვილის, ინიციატივით შედგა და გაცნობითი ხასიათის იყო.
ცენტრის ხელმძღვანელმა ნათია მეგრელიშვილმა სტუმრებს ცენტრის ფუნქციონირების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მათ სპორტული კომპლექსის შენობა და იქ არსებული გარემო, კერძოდ, მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის დიდი და პატარა საცურაო აუზები, ფიტნეს დარბაზი, მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი, მრავალფუნქციური დარბაზი, საბრძოლო სპორტისა და ტანვარჯიშის დარბაზები დაათვალიერებინა.
მისი ინფორმაციით, საზოგადოებრივ ცენტრში ასევე ფუნქციონირებს კალათბურთის, ფრენბურთის, კრივის, ჭიდაობის, ძიუდოს და ტანვარჯიშის წრეები.
დიდი დიღმის ა(ა)იპ მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი 2024 წელს გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსი საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით სრულადაა აღჭურვილი.