21 მაისი 2018
საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრმა, მოქმედმა ლიცენზირებულმა სპორტსმენმა შალვა ოგბაიძემ "აღმართის დაძლევაში" საქართველოს ჩემპიონატის II ეტაპზე III ადგილი დაიკავა.
ავტოსპორტის პოპულარული სახეობა ,,აღმართის დაძლევა’’, რომელიც საყოველთაო მოხმარების გზის რომელიმე 5-7 კმ სიგრძის მონაკვეთზე ტარდება, თიანეთის მუნიციპალიტეტში "ღულელები- საბადურების ტყის მონაკვეთზე გაიმართა.
საქართველოს ჩემპიონატში 60-მდე პროფესიონალი მრბოლელი სხვადასხვა კლასის სპორტული ავტომობილებით, მათ შორის, 300-350 ცხენიანი BMW-ს, SUBARU STI-სა და MITSUBISHI EVOLUTION-ის მოდელებით მონაწილეობდნენ.
ცალკეულ ეტაპებზე კი მონაწილეობა ისეთმა ეგზოტიკურმა ავტომობილებმაც მიიღეს, როგორიცაა US Legend car, Formula Alfa ან Lamborghini Gallardo GT3.
,,აღმართის დაძლევა’’ 5 ეტაპად გაიმართა და თითოეულ ეტაპზე საკუთარი გამარჯვებული გამოვლინდა.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიაში სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ
ნოემბერი 11,2025